ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში

2019 წლის 28 თებერვალს მყუდრო პროფესიულ გარემოში გიწვევთ სემინარ - ვორქშოპზე „ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში“. 

 

ღონისძიებას წარუძღვებიან: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპელი ექსპერტი მასა ზველკი (სლოვენია) - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი.

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ქართველი ექსპერტი მაია ბეგაშვილი - ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი.

 

სემინარ - ვორქშოპის ხანგრძლივობაა 4 საათი. სამუშაო ენა - ინგლისური (ქართული). უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან თარგმანი. გაიცემა ორენოვანი, ინგლისურ - ქართული სერთიფიკატი. ღირებულება 40 €; სტუდენტებისთვის 30 €; დენდრონის სხვა ტრენინგებისა მონაწილეებისთვის 25 €; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის 4 წლიანი პროგრამის კურსდამთავრებულებისა და მიმდინარე სტუდენტებისთვის დასწრება უფასოა.

 

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: dendroni.study@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 94 74 19, ადგილები შეზღუდულია.

მისამართი: მ.კოსტავას 47. გისურვებთ წარმატებებს!

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898