სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი

ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლი დენდრონი 2018 წლის 10 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის შედეგად ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 5 საუკეთესო კანდიდატს.
სტაჟირების პროგრამის მიზანია შერჩეული კანდიდატებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების,
პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთ ქართულ წევრ ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობის მიცემა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
ფსიქოლოგიის ფაკულტეტი - 1 პოზიცია.
მედიცინის ფაკულტეტი - 1 პოზიცია.
ბიზნესის მართვა, მარკეტინგის მენეჯმენტი - 1 პოზიცია.
იურიდიული ფაკულტეტი - 1 პოზიცია.
ასევე მიიღება განსაკუთრებულად მოტივირებული ნებისმიერი სხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებული/სტუდენტი - 1 პოზიცია.
განცხადებები მიიღება 2018 წლის 10-დან 20 ნოემბრის ჩათვლით.
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
კონკურსის ეტაპებია:
1. დოკუმენტების გადარჩევა
2. გასაუბრება
სტაჟირების გავლის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე pps.dendroni@gmail.com უნდა წარადგინონ პროფესიული მონაცემების ანკეტა (CV).

მეორე ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე.
სტაჟირების პროცესში გამოვლენილი უნარების შესაბამისად და სტაჟიორის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელება დამატებით 3 თვით.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 595078182 555947419 790800303

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898