ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროკავშირში - ECP
ფსიქოთერაპიული განათლების საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ. საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით (ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროკავშირში ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია. 
კომპეტენცია გულისხმობს  თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის მინიმუმ 3200 საათის დაგროვებას, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის 1990 წლის დეკლარაცია აღიარებს ფსიქოთერაპიას დამოუკიდებელ პროფესიად, რაც გამორიცხავს ფსიქოთერაპევტის სტატუსის მითვისებას სხვა პროფესიის წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა პირთა მიერ, შესაბამისი პოსტდიპლომური განათლების გარეშე. სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ფსიქოთერაპევტის განათლება, საერთოა ევროკავშირის მასშტაბით.
სავალდებულოა მინიმუმ 1400 პროფესიული საათი 4 წლის განმავლობაში, რომელთა შორისაც უნდა შედიოდეს:

  • 250 თერაპიული საათი
  • თეორიისა და მეთოდოლოგიის 500-800 საათი
  • სუპერვიზიის ქვეშ კლიენტთან მუშაობის მინიმუმ 300 საათი
  • სუპერვიზიის მინიმუმ 150 საათი
  • მინიმუმ 3 წელი კლინიკური გამოცდილება ფსიქოთერაპიაში განათლების დასრულების შემდეგ.

უნიფიცირებული სტანდარტის აღიარებისა და წევრ სახელმწიფოთა შორის პროფესიონალთა მობილობის შესაძლებლობის მისაცემად შემუშავდა ECP სერთიფიცირება.
2017 წელს ECP სერთიფიკატი პირველად მიენიჭა ქართველ ფსიქოთერაპევტს, დენდრონის დამფუძნებელს, - მარინე ბეგაშვილს (იხილეთ ბმული).

პირდაპირი გზით ECP სერთიფიცირებისათვის კანდიდატების მოსამზადებლად ევროპაში შემუშავდა ფსიქოთერაპიული პოსტდიპლომური განათლების წარმოების სტანდარტი. ორგანიზაციის შესაბამისობა სტანდარტთან დგინდება ფსქოთერაპიის ევროპული აცოციაციის ექსპერტების მიერ, სასწავლო სილაბუსების, პერსონალის კვალიფიკაციის, ორგანიზაციის საქმიანობის ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. შეფასება წარმოებს როგორც პროგრამების გაცნობით, ასევე სასწავლო პრცესის დაკვირვებით ადგილზე. 

2019 წელს პირველად, ქართულ ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციას მიენიჭა პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლების წარმოების აკრედიტაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სტანდარტის შესაბამისად. დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გახდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტებული წევრი (იხილეთ ბმული). ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დარგში ევროპული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება, არალიცენზირებულ პრაქტიკასთან ბრძოლა და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არალიცენზირებული პრაქტიკისგან!

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

მიღებულია ვენაში, ივლისი 2002

თარგმანი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ.


პ რ ე ა მ ბ უ ლ ა:

1.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ ინდივიდის ღირსებას და ღირებულებას და იბრძვიან მისი უფლებების დაცვისთვის;
2.ფსიქოთერაპევტები ხელს უწყობენ ადამიანის ქცევისა და საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღმავებას და იყენებენ ამ ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობისთვის;
3.ფსიქოთერაპევტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაიცვან ყველა იმ ადამიანის და მათთან კონტაქტში მყოფი პირების (თუკი ეს არ მოდის კლიენტის საჭიროებასთან წინააღმდეგობაში) კეთილდღეობა, ვინც მათ მიმართავს დახმარებისთვის, ანდაც შესაძლოა გახდეს პოტენციური პაციენტი;
თარგმანი მომზადებულია არასამავრობო ორგანიზაცია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიზნების, ევროპული ეკონომიკური არეალისთვის განსაზღვრული, ევროგაერთიანების ჩარჩოში ვალიდური ანტიდისკრიმინაციული შეთანხმებისა და პიროვნებისა და სერვისების თავისუფლების მოძრაობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვემორე ხელისმომწერნი თანხმდებიან შემდეგზე:


დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები: