მოწვევა ორგანიზაციულ წევრად მიღებაზე

ფსიქოთერაპიის ქართული ფედრაციის ორგანიზაციული წევრობა არის უნიკალური საშუალება გახდეთ ქართული და ევროპული პროფესიონალური ფსიქოთერაპიული საზოგადოების სრულუფლებიანი ნაწილი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია 2021 წლიდან ფლობს ქოლგა ორგანიზაციის სტატუსს დარგის ევროპულ ფლაგმანში - ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში.

ორგანიზაცია მუშაობს ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან ინტეგრირების საკითხებზე და 2014 წლიდან სრული წევრის სტატუსით წარმოადგენს ევროპულ პროფესიულ საზოგადოებას საქართველოში.

სიხარულით მივესალმებით წევრის სტატუსით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც სურს შეუერთდეს ჩვენს ძალისხმევას სააქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის დანერგვის პროცესში, იზიარებს იდეას, რომ ფსიქოთერაპია უნდა წარმოებდეს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით და შეესაბამება ან სურს საკუთარი საქმიანობა შეუსაბამოს ამ სტანდარტს.











ბეჭდვა