ქალის სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია

2020 წლის 3 და 4 ოქტომბერს საქართველოს ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ფედერაცია დენდრონის ორგანიზებით გაიმართა დისტანციური ტრენინგი "ქალის სექსუალური დისფუნქციების ფსიქოთერაპია" მოდული II. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ დომორაცკი (ბელარუსი).
ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, ფსიქიატრი. ტრენინგი გაიმართა ფსიქოთერაპიის შემსწავლელი ოთხწლიანი პროგრამის ეგიდით.

დენდრონი მადლობას უხდის პროფესორ ვლდიმერ დომორაცკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის თეორიული ცოდნის მოწოდებისთვის.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში.
ბეჭდვა