EAIP დენდრონი
 
 
 
დენდრონის სახით ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება: საქართველო უკვე ჩანს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს EAIP აკრედიტებული ფსიქოთერაპიული დაწესებულება, რომელსაც აქვს უფლება ფსიქოთერაპევტის სპეციალიზაციისთვის მოამზადოს კადრები პოსტდიპლომურ საფეხურზე. გვვეამაყება, რომ დარგის წარმმართველი ორგანიზაცის, EAP-ის წევრობის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ფსიქოთერაპიულ სკოლებს შორის პირველად გამოჩნდა
საქართველოს დროშა (2014 წელი), კიდევ ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტის ფსიქოთერაპიული სკოლის არსებობას ჩვენს ქვეყანაში.