აკრედიტაციის შესახებ დასკვნა

კატეგორია - საერთაშორისო თანამშრომლობა
 
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან.
დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია უერთდება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ორგანიზაციათა ევროპულ ოჯახს.

მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოებისთვის, რადგან ეს გულისხმობს ადგილობრივი კადრების მომზადების უფლების მიღებას უმაღლესი ევროპული ლიცენზირებისათვის- ECP.  ამასთანავე, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიაში, როგორც ევროპული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტებულ დაწედებულებაში გავლილი საათები (საათობრივი ბადის სრულად გავლის შემდეგ) ECIP ლიცენზირებას ექვემდებარება დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე მაკვალიფიცირებელ ორგანოში _ EAIP განცხადების შეტანის საფუძველზე.
 
დასკვნა მომზადდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის 27 თებერვალს.

ვიზიტის მიზანი იყო შემდეგ სავალდებულო კრიტერიუმებთან შესაბამისობის მონიტორინგი:

  • სატრენინგო სტანდარტები, თეორიისა და მეთოდოლოგიის სავალდებულო საათობრივი ბადის ჩათვლით
  • პერსონალური თერაპია, კლინიკური პრაქტიკა და სუპერვიზია
  • ეთიკური კოდექსი და შიდასაორგანიზაციო პოლიტიკა
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოების წესი
  • ფინანსური დოკუმენტების წარმოების წესი
  • სრუდენტთა შეფასების მეთოდები

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია დენდრონის შემადგენლობაში შემავალი ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას სწავლების პოსტდიპლომურ საფეხურზე. 

დენდრონი, როგორც ევროპული ფსიქოთერაპიული ოჯახის პირველი ქართული წევრი ორგანიზაცია (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აპლიკანტი 2013 წლიდან, სრული წევრი 2014 წლიდან) განაგრძობს ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის ჩამოყალიბებაზე ზრუნვას, რაც ორგანიზაციის უმთავრეს მიზანთაგანია, აგრეთვე ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის მნიშვნელობის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო დარგობრივ ორგანიზაციებთან.

ვრცლად:

EIAP_ის საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა

დენდრონის შესახებ

ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ქართული წარმომადგენლობა

კანდიდატის გზამკვლევი
ბეჭდვა