"დენდრონის" წარმომადგენლობა 2017 წლის ანტვერპენის კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში"

კატეგორია - საერთაშორისო თანამშრომლობა
2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, ანტვერპენში, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში" ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული წევრის სტატუსით წარმოადგენდა "დენდრონის" დელეგაცია.


ინტეგრაცოული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტთან ბრუნო ვან დენ ბოშთან მოლაპარაკებები გაიმართა ქართულ ფსიქოლოგიურ და ფსიქოთერაპიულ სერვისებში ეთიკის ევროპული სტანდარტების დანერგვის პერსპექტივებზე, რაც დენდრონის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
ბეჭდვა