ნანა გოგიჩაშვილი

ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

ფსიქოლოგიის დოქტორი და 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და სალექციო საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში, აპ.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში და სხვ.

ამჟამად არის გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი და სკოლა აიბი-მთიების ფსიქოლოგი.

ნანა გოგიჩაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფეროა ბავშვთა, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის აქტუალური საკითხები.
ბეჭდვა