ანანო ნიაური

დენდრონის იურიდიული მრჩეველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი, სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.
 
ანანო ნიაურმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის 23-ე საჯარო სკოლა. იმავე წელს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის რამდენჯერმე იყო პროგრამის "სახელმწიფო სტიპენდიები სტუენტებს" სტიპენდიანტი. ამავე პერიოდში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი. 2016 წელს მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი წარჩინებით და სწავლა განაგრძო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ამავე წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის განხრით და მოიპოვა ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის განხრით, რის შემდეგაც გახდა საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. 2018 წელს სტრასბურგის უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (Master 2) ფუნდამენტური კერძო სამართლის განხრით (Droit Privé Fondamental). ამავე წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს საელჩოში საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამეფოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო სამართლის მაგისტრის მეორე აკადემიური ხარისხი. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სარგებლობდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით და რამდენჯერმე გახდა თბილისის მერიის სტიპენდიანტი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი.

სამეცნიერო პუბლიკაციები:
ბეჭდვა