ეთერ ფილიპოვიჩი

ეთერ ფილიპოვიჩი - მედიცინის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებული, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ქვიშათერაპევტი, სერტიფიცირებული ტრენერი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, არტთერაპიის სასწავლო-თერაპიული ტრენინგების წამყვანი, ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი, მეტაფორული ბარათების ქართული კრებულების ავტორი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი.

სამუშაო გამოცდილება: 2010 წლიდან დღემდე დაკავებულია აქტიური ფსიქოთერაპიული პრაქტიკით, 1000 წარმატებით დასრულებული ქეისი, ფსიქოთერაპიული საათების რაოდენობა: 2000 აკად. საათი. უამრავი მადლიერი კლიენტი/პაციენტი


დიდი ხანია, ადამიანებს ვეხმარები, როგორც ექიმი-კლინიცისტი, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს პაციენტებს სხვაგვარი მხარდაჭერაც ესაჭიროებოდათ. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ფსიქოთერაპია, როგორც კიდევ ერთი, ხშირად კი გადამწყვეტი ინსტრუმენტი ჩემი პაციენტების გაჯანსაღებისთვის.
უკვე 15 წელია ვემსახურები ამ საქმეს და ყოველთვის ერთნაირად მახარებს პაციენტების/კლიენტების იმედიანი ღიმილი, გასწორებული მხრები და თამამი ნაბიჯები, რაც მთავარია - მათი რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ადამიანს ეს მართლა სურს. ყველაფერი ჩვენს ხელშია - პრობლემაც და მისი გადაწყვეტაც.
ჩემი
, როგორც სპეციალისტის მიზანი და მოვალეობაა, დავანახო ადამიანს მისი შესაძლებლობები, ახალი გზები საუკეთესო ცხოვრებისკენ - სწორედ ისეთის, როგორც თვითონ სურს, როგორიც მისი რეალური  (გაცნობიერებული) არჩევანია.
მრავალი შესაძლებლობა გვაქვს კლიენტის დასახმარებლად - არტთერაპია, ქვიშათერაპია, სიმბოლდრამა, ტრანზაქტული ანალიზი, ნლპ, ჰიპნოზი, კოგნიტური და ბიჰევიორისტული მიდგომები, ქოუჩინგი და სხვა - არჩევანი დიდია, მნიშვნელოვანი, რათა თერაპიული აქტივობა მაქსიმალურად იყოს მორგებული კლიენტის დაკვეთაზე, მის საჭიროებებზე.” 


ინდივიდუალური კონსულტირება და თერაპია:
-პიროვნული კონფლიქტები
- კომუნიკაციის პრობლემები
- ბავშვთა და მშობელთა ურთიერთობების პრობლემები
-პარტნიორული ურთიერთობების პრობლემები 
-შიშები, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული მდგომარეობები
-ნევროტული მდგომარეობები (ენურეზი, მეტყველების დარღვევები, ძილის დარღვევა)
-დეპრესიული მდგომარეობები
-საკვებდამოკიდებულება
-შფოთვითი მდგომარეობები
-ფსიქოსომატური დარღვევები (დაავადებები, რომელთაც არ აქვთ ორგანული მიზეზები)
ბავშვებში:
- ქცევითი დარღვევები - მეტყველების დარღვევები (ალალია, დიზარტრია, ენაბრბვილობა)
-დასწავლის სირთულეები (ყურადღების სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება)
-ნევროტული მდგომარეობები (ფრჩხილების კვნეტა, ტიკები, ენურეზი)

სამუშაო მიმართულებები
- არტთერაპია, ქვიშათერაპია, ზღაპართერაპია, მეტაფორული ასოციაციური გამოსახულებები, სიმბოლდრამა, ნლპ, ქოუჩინგი

 

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:


დენდრონის ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი;
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი;
ფსიქოდიაგნოსტიკისა და
კონსულტირების მაგისტრი;
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებული;
  • დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი;
  • ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი;
  • ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი;
  • ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებული;
კლინიკური ფსიქოლოგი,
ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის
სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (IAP),
ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის  ნლპ-ტრენერი,
ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების
წამყვანი.

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (IAP), ჰიპნოთერაპევტი, საერთაშორისო კვალიფიკაციის  ნლპ-ტრენერი, ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტი, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების წამყვანი.

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები: