image
image
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია
image
ფსიქოთერაპია / ფსიქოკონსულტირება დენდრონში
დენდრონი
ფსიქოთერაპიის / ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული საბაზისო კურსი

საერთაშორისო აკრედიტირებული პროგრამა თქვენი პროფესიული მოღვაწეობისთვის.

გაიცემა საერთაშორისო ორენოვანი (ქართულ / ინგლისური) სერტიფიკატი (EAP -ლოგოთი, აკრედიტირებული საათებით) სასწავლო პროგრამა: 256 აკადემიურ საათს. 156 მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრას, 60 საათი ლიტერატურაზე მუშაობა, 40 საათი ჯგუფური თერაპია.

პროგრამაში შემავალი საგნები და მოდალობებია:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა

ფსიქოთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამა

პროგრამის ხანგრძლოვობა: 4 წელი

  • თეორია და მეთოდოლოგია - 720 საათი;
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი;
  • სუპერვიზია - 150 საათი; 4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი.
დეპრესიის მოკლევადიანი სტრატეგიული ფსიქოთერაპია, 9-10 თებერვალი

თუ თქვენ პრაქტიკაში მომუშავე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი ან სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენ კლიენტებს, პაციენტებს, ბენეფიციარებს ხშირად აღენიშნებათ დეპრესია, თუ გსურთ მომავალში დაკავდეთ ფსიქოკონსულტირებითა და ფსიქოთერაპიით და იმყოფებით სწავლის პროცესში, ხართ სტუდენტი და გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული უნარები, შეხვდეთ და ესაუბროთ პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს, თუ თავად უჩივით ხშირ სევდას, დაქვეითებულ გუნება-განწყობას, საქმისადმი დაბალ ინტერესს, თუ გსურთ ცნობიერების ამაღლება ადამიანის ემოციური სამყაროს, მისი მუშაობის მექანიზმებისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილების შესახებ, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა! 

ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში

2019 წლის 28 თებერვალს მყუდრო პროფესიულ გარემოში გიწვევთ სემინარ - ვორქშოპზე „ფსიქოტრავმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ჭრილში“. 

 

ღონისძიებას წარუძღვებიან: ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპელი ექსპერტი მასა ზველკი (სლოვენია) - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ლუბლიანას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი.

 

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ქართველი ექსპერტი მაია ბეგაშვილი - ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი. ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, პრაღა 2018
2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა დენდრონი მისი ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის სახით.
რა არის ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპია არის სისტემური ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას.
დენდრონი - ფსიქოთერაპიული კლინიკა

დენდრონი, პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა საქართველოში, უკვე 7 წელია კეთილსინდისიერად ემსახურება ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო გადაწყვიტეს მიემართათ ფსიქოთერაპიისთვის, და დენდრონის მულტიდისციპლინურ გუნდს მიანდეს საკუთარი ფსიქო/ფიზიკური ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე.

ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პირველი ქართველი აკრედიტებული წევრი
დენდრონის დამფუძნებელი მარინე ბეგაშვილი გახდა პირველი და ამჟამად ერთადერთი ქართველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც აღიარა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციამ და მიანიჭა ასოციაციის აკრედიტებული სერთიფიკატი (იხ. ბმული).
სამუშაო მიმართულება - მულტიმოდალი
დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის რუკაზე საქართველოს დროშის გამოჩენას!
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის  ბორდის შეხვედრა, ვენა 2018
2018 წლის 24 თებერვალს, ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) ბორდის შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა დენდრონის ხელმძღვანელი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური წევრი მაია ბეგაშვილი.
"დენდრონის" წარმომადგენლობა 2017 წლის ანტვერპენის კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში"
2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, ანტვერპენში, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციისა და ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში" ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული წევრის სტატუსით წარმოადგენდა "დენდრონის" დელეგაცია.
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ქართული წარმომადგენლობა
დენდრონი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან). ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „ეაპ-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.

შემოგვიერთდი Facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, მერაბ კოსტავას 47/57
+995 (790) 800 303
+995 (599) 505 898

სიახლეები

წამალთდამოკიდებულთა ინდივიდუალური სეთინგი
რას არის წამალთდამოკიდებულთა ფსიქო/სოციალური რეაბილიტაცია? ეს არის სისტემური ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც მოიაზრებს:
ჯგუფური ფსიქოთერაპია
ჯგუფური ფსიქოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ/ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თერაპიის პროცესში გამოიყენება ჯგუფის დინამიკა, (მთელი ერთიანობა_ ურთიერთობები, ურთიერთზემოქმედებები, ემოციები)
ოჯახური ფსიქოთერაპია/კონსულტირება
ოჯახური ფსიქოთერაპია ოჯახისა და მისი წევრების ერთობლივი ფსიქოთერაპიული პროცესია, რომელიც ფოკუსირებულია ოჯახის წევრების ურთიერთობების სახის და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახის ემოციური მუხტის დაბალანსებაზე,
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია ფსიქოკონსულტირება

ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია

პირველი კონსულტაცია უფასო

მიზანი - კლიენტის დაკვეთის გაცნობა, თერაპევტისა და კლიენტის შესაძლებლობების შეჯერება