დენდრონი
საქართველოში მოღვაწე ფსიქოთერაპევტებს, ნინო კობახიძეს, მარიამ გოჩაძეს, ეთერ ფილიპოვიჩს, ეკატერინე დარსანიას, ნანა დაშნიანს, ლალი კოკაიას, ნინო მარსაგიშვილს მიენიჭათ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი ECIP.   სერთიფიკატს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ანიჭებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფსიქოთერაპევტის ევროპული კვალიფიკაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და აქვთ მიღებული სპეციალური დიპლომშემდგომი განათლება. ასოციაციაში სპეციალისტების წარმდგენი იყო დენდრონის სასწავლო პლატფორმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ეს საქართველოსა და კავკასის რეგიონში ECIP სერთიფიცირების პირველი პრეცედენტია. ვულოცავთ სერთიფიცირებულებს და პროფესიულ საზოგადოებას საერთაშორისო აღიარების ახალ საფეხურს.

ფსიქოთერაპევტის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია ბმულზე.

უნიკალური ტრენინგი თბილისში ბელგიელი ექსპერტისგან!

იცით როგორ ხდება ხასიათის ფორმირება? გსურთ გაეცნოთ ხასიათის ფორმირების ინტეგრირებულ მოდელს?
2020 წლის 9 -10 თებერვალს ფსიქოთერაპიის სასწავლო - სასერთიფიკაციო უნიკალურ კურსი თბილისში "ხასიათის ფორმირების ინტეგრირებული მოდელი"
სასწავლო კურსი მოიცავს 21 აკადემიურ საათს და მომზადებულია ფსიქოთერაპიის შემსწავლელი 4 წლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ყოველ თემატურ ჯგუფსა და ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ შეხვედრაზე წარმოდგენილ ხასიათის თავისებურებებისა და პიროვნულ აშლილობების აღწერასა და ფუნქციონიების მექანიზმებს, მათთან მუშაობის გზებს სესიების დაწყებიდან მათ ეფექტურ დასრულებამდე. 
2019 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის აღიარებას.
2019 წლის 9 ოქტომბერს ამსტერდამში, ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში გაიმართა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის  (EAIP) აკრედიტებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 10 ოქტომბრის საერთო კრების AGM ფარგლებში. დელეგატებმა განიხილეს ფსიქოთერაპიის აქტუალური გამოწვევები ინტეგრირებული მიდგომის ჭრილში. სამუშაო ჯგუფებმა იმსჯელეს რთული ქეისის ანალიზის ირგვლივ და წამოაყენეს საკუთარი მოსაზრებები მიზანზე დაფუძნებული თერაპიული მოდელის გაუმჯობესების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის დელეგაციით.
ფსიქოთერაპიის შესახებ 1990 წლის სტრასბურგის დეკლარაციის თანახმად ფსიქოთერაპია განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, ხოლო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას.

ამ მოკლე და საკმაოდ კონკრეტულმა განმარტებამ საფუძველი დაუდო ევროპაში ფსიქოთერაპიული სწავლების ახალ და დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიდგომას. 1991 წელს დაფუძნებულმა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Psychotherapy - EAP) მიზნად დაისახა ევროპაში ფსიქოთერაპიული ორგანიზაციების და სხვადასხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტების მობილიზება საერთო მიზნის ქვეშ.
ფსიქოთერაპიული განათლების საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ. საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით (ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროპაში ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია. 
EAIP საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა დენდრონის აკრედიტაციის შესახებ, ქართულენოვანი ტექსტი იხილეთ ქვემოთ:

Criteria for Training In relation to: Training Standards including hours of theory and methodology, personal therapy, clinical practice and supervision;  Policies and Ethical codes; Legal and Financial requirements; Assessment Methods.
this organization is in line with EAIP criteria.
As a visitor and evaluator I see Psychocorrection and Psychodiagnostic House Dendroni and The International Academy of integrative psychotherapy, which is a part of Dendroni as a very professional organization 

ევროპული EAIP აკრედიტირებული პროგრამა თქვენი პროფესიული მოღვაწეობისთვის.

გაიცემა ორენოვანი (ქართულ / ინგლისური) სერტიფიკატი (EAP -ლოგოთი, აკრედიტირებული საათების მითითებით) სასწავლო პროგრამა: სულ - 251 აკადემიური საათი. 141  საათი- მეთოდოლოგია - სასწავლო/სატრენინგო შეხვედრა, 60 საათი -  ლიტერატურაზე მუშაობა, 50 საათი ჯგუფური თერაპია.

სასწავლო პროგრამა:

ფსიქოთერაპიის შემსწავლელი საერთაშორისო პროგრამა

კურსი იმართება დენდრონის EAIP აკრედიტებული სასწავლო პლატფორმის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის მიერ. 

პროგრამის ხანგრძლოვობა: 4 წელი

  • თეორია და მეთოდოლოგია - 720 საათი;
  • კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით - 300 საათი;
  • სუპერვიზია - 150 საათი; 4. პირადი ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) - 250 საათი.

მისი მიზანია ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლების მიწოდება მსმენელთათვის,

დენდრონის დამფუძნებელი მარინე ბეგაშვილი გახდა პირველი და ამჟამად ერთადერთი ქართველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც აღიარა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ და მიანიჭა ასოციაციის აკრედიტებული სერთიფიკატი (იხ. ბმული). სამუშაო მიმართულება - მულტიმოდალი.
დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის რუკაზე საქართველოს დროშის გამოჩენას!
დენდრონი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან). ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „EAP-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.

პარტნიორები

ფსიქოთერაპიული სერვისების გზამკვლევი

ინდივიდუალური თერაპია არის სისტემური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი მეთოდებით, რაც აღადგენს ფსიქიკის თვითმარეგულირებელ მექანიზმებს.
ჯგუფური ფსიქოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ/ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თერაპიის პროცესში გამოიყენება ჯგუფის დინამიკა, (მთელი ერთიანობა_ ურთიერთობები, ზემოქმედებები, ემოციები), როგორც თერაპიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
ოჯახური ფსიქოთერაპია ოჯახისა და მისი წევრების ერთობლივი ფსიქოთერაპიული პროცესია, რომელიც ფოკუსირებულია ოჯახის წევრების ურთიერთობების სახის და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახის ემოციური მუხტის დაბალანსებაზე,

ძიება

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898