ალკოჰოლდამოკიდებულება / ნაწილი II
ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი რთული და მრავალფეროვანია,
ერთი რამ კი ცხადია, მას იწვევს ალკოჰოლის მოხმარება.
შესაძლოა იგი გამოწვეული იყოს გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით. გენეტიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ თავად დაავადება კი არ გადაეცემა გენეტიკურად, არამედ განწყობა მისადმი. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ბიოლოგიური მიზეზების გააზრებას ართულებს ის, რომ დაავადება პოლიგენურია. ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს მიაკუთვნებენ სეროტონინის დეფიციტსაც. დაავადება მრავალფაქტორული პროცესია და ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე ძირითადად ხორციელდება სამი მიმართულებით:
1. ალკოჰოლის ზეგავლენა ტვინის გარკვეულ სტრუქტურებზე.
2. ალკოჰოლის მრავალრიცხვოვანი ტოქსიკური ეფექტები პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო სისტემაზე.
3. ალკოჰოლის ზეგავლენა რეპროდუქციის უნარსა და შთამომავლობაზე.
დაავადების კლასიფიცირების საფუძველს წარმოადგენს სოციალური, ეკონომიური, ფსიქოლოგიური კრიტერიუმები, ხოლო ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენების შედეგად განვითარებული ფსიქიკური აშლილობანი განიხილება, როგორც ალკოჰოლიზმის შედეგი. სპირტიანი სასმელების მოხმარების ხასიათის მიხედვით, არსებობს ალკოჰოლური დამოკიდებულების ჩამოყალიბების ორი ტიპი.
1. სოციალურად გონივრული მოხმარება_იგი აღნიშნავს სპირტიანი სასმელების მიღების ისეთ სახეს, რომელიც საყოფაცხოვრებო აუცილებლობებთანაა დაკავშირებული.
2. ალკოჰოლის საზიანოდ გამოყენება, რომელსაც უმეტესწილად არაკეთილსასურველი შედეგები მოაქვს. დამოკიდებულება. ჩვენ ზემოთ უკვე მოგიყვანეთ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, რომლებსაც ახლა ზედაპირულად მიმოვიხილავთ.
1. ალკოჰოლის მიღების დაუძლეველი სურვილი. მასში გამოყოფენ:
ა)პირველადი სწრაფვა, რომელიც თრობასა და აღკვეთის სინდრომთან დაკავშირებული არ არის.
ბ)სწრაფვა თრობის მდგომარეობაში. ანუ ალკოჰოლის ამა თუ იმ დოზის მიღების შემდეგ აღმოცენებული სწრაფვა_დოზაზე კონტროლის დაკარგვა.
გ) აღკვეთის სინდრომის სტრუქტურაში აღმოცენებული სწრაფვა.
თავად ალკოჰოლის მიღების ფორმებში კი განასხვავებენ:
1. ალკოჰოლის მიღების ფორმა ცრუ გაღრევების სახით.
2. ალკოჰოლის მიღების ფორმა მუდმივი ლოთობის ტიპით.
3. ალკოჰოლის მითების ფორმა შენაცვლებითი (ხანგამოშვებითი) ტიპით
4. ალკოჰოლის მიღების ფორმა ნამდვიილ გაღრევების ტიპით. 

იხ. ნაწილი III

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?