წამალდამოკიდებულებისას
განვითარებული ფსიქიკური გართულებებიდან უნდა აღინიშნოს აფერტური
სფეროს პათოლოგია აფექტის განლევადობით და ზედაპირულობით. ზოგად
დეპრესიულ ფონზე ინიშნება ემოციური ლაბილობა, თუმცა ძირითადად
აფექტური დამოკიდებულებები დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების
ბუნებასა და ქიმიურ შემადგენლობაზე.
ხშირია მოტივაციურ-ნებითი სფეროს
დაზიანება. ფსიქოპათიზაცია ისტერიული და ექსპლოზიური
ტიპით. ხდება პიროვნების
მორალურ-ეთიკური დაქვეითება. აღკვეთის სინდრომის ფარგლებში ვლინდება
კომპულსიური ლტოლვა ნარკოტიკული საშუალებებისადმი პრაქტილულად ყველა
დღეისათვის ცნობილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისას.
სოციალური პრობლემების წარმოშობა მჭიდროდ უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ვინაიდან დაავადება თავად მიეკუთვნება სოციალურ დაავადებათა არცთუ ისე ფართო სპექტრს. ეს არის დაავადება, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში სწორედ სოციუმი და მისი მავნე ზეგავლენა ასრულებს ლომის წილს, ხოლო თავად დაავადება და დაავადებულთა ფენა მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. იკვრება ე.წ. პათოლოგიური წრე. ნარკოტიზაციის საწყის ეტაპზე თვალში საცემი ხდება პიროვნების მიერ ადრინდელი სოციალური კავშჳრების დაკარგვა და ძველი მისწრაფებებისადმი ინტერესის შემცირება. წამალდამოკიდებულები შორდებიან ნაცნობ-მეგობართა ჩვეულ წრეს და ამყარებენ ურთიერთობას მხოლოდ იმ წრესთან, რომელიც ნარკოტიზაციისთვის არის საჭირო, ანდაც სადაც ნარკოტიზაციას განიცდიან.ვეღარ ასრულებენ ოჯახურ მოვალეობებს, ხშჳრდება კონფლიქტები. ინდივიდი ინდიფერენტული ხდება გარემოსადმი და ამცირებს საზოგადოებრივ აქტივობებს. მათ ხშირად აღენიშნებათ პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, რაც საერთო ჯამში წამალდამოკიდებულთა ასოციალურ და კრიმინალურ პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. შემდგომში ჩვენ შევეხებით იმ სომატურ გართულებებს, რომლებიც მოყვებიან ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარებას.
ნარკოტიკების მავნედ მოხმარების
სამედიცინო შედეგები სომატური გართულებები წამალდამოკიდებულების
თანმდევი მოვლენაა. მათი განვითარების დინამიკა და სიმძიმე
დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობაზე, მოხმარების მეთოდზე,
ნარკოტიკის სახეობაზე, მოხმარებული ნივთიერების ქიმიურ ბუნებაზე, მის
სისუფთავეზე და თავად ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებზე.
ზოგადად, დაავადებების განვითარება შეგვიძლია განვიხილოთ იმ
სისტემების მიხედვით, რომელთაც ფსიქო-აქტიური ნივთიერებები აზიანებენ.
უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავთ ინფექციურ დაავადებებს: ჰეპატიტები,
შიდსი, ბაქტერიული ენდოკარდიტები, სეფსისი, სეპტიკური ართრიტი,
ოსტეომიელიტი და სხვა. თავად დაავადებების დასახელება უკვე
მიგვანიშნებს საშიშროებებზე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ხშირია
სხვადასხვა სახის არითმიები, ნეკროზული ანგიიტი, არტერიიტები,
თრომბოფლებიტები, კარდიომიოპათია და სხვა. სასუნთქი სისტემის მხრივ
პნევმონიები, ტუბერკულიოზი. ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის
სხვადასხვა დარღვევები, ამილოიდოზი და სხვა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მხრივ გასტრიტები, ტოქსიკური ჰეპატიტები, კოლიტი, კუჭის წყლულოვანი
დაავადებები, პანკრეატიტი. გამომყოფი სისტემის მხრივ ნეფროზები,
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობები. ზოგადად კი ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებას ორგანიზმი მიყავს ალიმენტურ გამოფიტვამდე.
რაც ყველაზე სავალალოა, წამალდამოკიდებულება ხშირად იწვევს სხვადასხვა
სახის სექსუალურ დარღვევებს,_ ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია,
ქალებში მენსტრუალური ციკლის მოშლა, ხშირია ტოქსიკოზით მიმდინარე
ორსულობები, სპონტანური აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრად
შობადობა. შესამჩნევად ჩანაგდება გენეტიკური ფონდი, ვინაიდან დიდია
ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გავლენა რეპროდუქციის უნარზე. სხვადასხვა
ანომალიები და სიმახინჯეები ვლინდება როგორც ნაყოფის განვითარების
ჩანასახოვან პერიოდში, ასევე შემდგომ, მუცლად ყოფნის მოგვიანებით
ეტაპზე, ახალშობილობისას, ჩვილობისას, ადრეული ბაშვობის და მოზარდობის
პერიოდებშიც კი. მოზარდთა ფსიქოპათიზაციის ხარისხი
პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მშობლების მიერ ფსიქო-აქტიური
ნივთიერებების მოხმარების ინტენსივობაზე. ვიდრე არ არის გვიან, უნდა
დავფიქრდეთ და არჩევანი გავაკეთოთ მოჩვენებით სიამოვნებასა და რეალურ
სიჯანსაღეს შორის.
იხ.
ნაწილი IIყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.