კომუნიკაცია
ადამიანებისთვის ძირითად და ცხოველებისთვის განმასხვავებელი საშუალება კომუნიკაციის ვერბალური გზა ანუ მეტყველებაა. ამერიკული წიგნების თარგმანში ხშირად გამოიყენება ტერმინი ‘’ენა’’. ქართული ფსიქოლოგიის ტრადიციით ჩვენ ვასხვავებთ ორ ტერმინს: ენას, რომელიც წარმოადგენს ობიექტურად არსებულ ნიშანთა სისტემას და მეტყველებას, როგორც კონკრეტული ადამიანის ფსიქიკურ მოქმედებას ენის საშუალებით.
 


მეტყველების სახეები


კლასიკურ ფსიქოლოგიაში არსებული კლასიფიკაცი გულისხმობს მეტყველების შინაგან და გარეგან – წერით და ზეპირ სახეებს. ის, რომ აზრი ხმამაღლა გამოუთქმელად ყალიბდება, ასახულია -  შინაგანი მეტყვლების ტერმინის სახით. ასეთ მეტყველებას აქვს სტრუქტურა: იგი შემოკლებულია, ფრაგმენტულია, ძირითადად მოქმედების სიტყვებით სარგებლობს. თავისთვის აზროვნების პროცესში ადამიანი იყენებს სიტყვებს იმის გააზრებისთვის და დაგეგმისთვის, რაც მისთვის უნდა გახდეს ნათელი, ხოლო ის, რაც სუბიექტისთვის თავისთავად ცხადია, შინაგან მეტყველებაში გამოტოვებს ხოლმე.

–         წერითი მეტყველება –  სტრუქტურულად ყველაზე გაშლილია. მას არ ახლავს არავერბალური საშუალებები: ინტონაცია, პაუზები, შესატყვისი ჟესტიკულაცია. იგი ნაკლებად არის სიტუაციაზე დამოკიდებული და ამიტომ მოითხოვს აზრის მთლიანად გაშლას.

–         ზეპირი მეტყველება – სარგებლობს არავერბალური საშუალებებით. იგი დამოკიდებულია კონტექსტზე და სიტუაციაზე. წარმოიდგინეთ, რომ წარმოიდგინეთ რომ უნივერსიტეტში შესვენების დროს მიემართებით სასადილოსაკენ, შემხვედრი ნაცნობი გეუბნებათ: ‘’ჯერ არ არის ღია’’. თქვენ ადვილად ხვდებით ნათქვამის შინაარსს. ეს გამოთქმა გაუგებარი იქნებოდა სიტუაციის გათვალისწინების გარეშე.როგორც წერით, ისე ზეპირ მეტყველებას ჰყავს თავისი ადრესატი. ნებისმიერ შემთხვევაში საუბრისას (დიალოგი) ან ლექციის დროს (მონოლოგი) უნდა გაითვალიწინოთ ვინ არის თქვენი მსმენელი და რა სახისაა ინფორმაცია, რომელიც უნდა მიაწოდოთ მას.
პოლ გაისმა ჩამოაყალიბა 4 ზოგადი წესი (მაქსიმა), რომლებიც      მოლაპარაკემ უნდა გამოიყენოს თუ უნდა, რომ მისი ნათქვამი ადექვატურად იყოს გაგებული. ეს მაქსიმები შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

1)      რაოდენობა : შეტყობინება უნდა იყოს იმდენად ინფორმაციული, რამდენადაც არის მისი მოთხოვნა. ნუ მიაწოდებთ იმაე მეტ ინორმაციას, ვიდრე მოგეთხოვებათ.
რჩევა მოსაუბრისთვის: თქვენ უნდა შეძლოთ განსაზღვროთ რელურად რა რაოდენობისაა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება თქვენს მსმენელს ამისთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს წინასწარ იმის განსაზღვღა თუ რა იცის მსმენელმა.

2)      ხარისხი: შეეცადეთ ილაპარაკოთ სიმართლე არ თქვათ ისეთი რამ რაც მცდარი ჰგონიათ და რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არ გაქვთ.
რჩევა მოსაუბრისთვის: როდესაც თქვენ ლაპარაკობთ მსმენელი ელოდება თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დადასტურებას, თითოეული გამონათქვამის დაგეგმვის დროს მოფიქრებული უნდა გქონდეთ მისი დამადასტურებელი ფაქტები.

3)      მიმართება: ილაპარაკეთ თანმიმდევრულად, რომ ყოველ ახალ ნათქვამს კავშირი ჰქონდეს წინასთან.
რჩევა მოსაუბრისთვის: როდესაც რამეს ამბობთ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მსმენელისთვის გასაგებია კავშირი თქვენს მიერ მოწოდებულ შეტყობინებასა და მანამდე არსებულ ინფრომაციას შორის.

4)      სტილი:  ილაპარაკეთ ზუსტად და გარკვევით, მოერიდეთ ორაზროვანი ფრაზების გამოყენებას, ტექსტი უნდა იყოს აგებული მოკლე და გამართული წინადადებით.

რჩევა მოსაუბრისთვის: თქვენ ვალდებული ხართ ილაპარაკოთ შეძლებისდაგვარად გარკვევით, ღუმცა დაზღვეული არა ხართ შეცდომებისაგან, როგორც ყურადღებიანი და გულიხმიერი მოსაუბრე უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორად გაიგეს ის, რისი თქმაც გსურდათ, ასეთივე ტიპის რჩევები შეიძლება ჩამოყალიბდეს მსმენელის მიმართ.
მსმენელი არა მხოლოდ ისმენს რა იყო ნათქვამი მისთის, არამედ ცდილობს გაიგოს თუ რატომ და როგორ იყო ნათქვამი, ამისათვის:
–         განსაზღვრეთ მიზანი, გან წყვეთ ყურადღებით მოსასმენად;
–         გონება მოიკრიფეთ, ნუ გადიტანთ ყურადღებას სხვა ობიექტებზე;
–         მოისმინეთ ინტერესით და ნუ ჩქარობთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას;
–         გაიმეორეთ მოსმენილი სხვა სიტყვებით, დააზუსტეთ რამდენად სწორედ გაიგეთ ნათქვამი.

სხვისი მეტყველების სწორი აღქმა უწყობს ხელს არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებას, არამედ მეტი შანსი გექნებათ, რომ თქვენ სიტყვებს ყურადღებით მოისმენენ, სწორედ ზემოთ დასახელებული მაქსიმები და მოთხოვნები მსმენელისადმი ხელს უწყობს ადამიანთა შორის თანამშრომლობას.
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ზეპირი მეტყველებისთვის, ადექვატური გაგებისთვის წარმოადგენს მსმენელთა წინასწარი მოლოდინი და შექმნილი განწყობა. ცნობილია მოსკოვის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები, რომლის განმავლობაში სტუდენტთა ორ ჯგუფს ერთი და იგივე საერთაშორისო მიმომხილველი უკითხავდა იდენტურ ლექციას, მაგრამ აუდიტორიის უკანა რიგებში იჯდა ფსიქოლოგის ასისტენტი, რომელიც გარშემომყოფ სტუდენტებს ატყობინებდა, რომ ლექცია იქნება უინტერესო, ძველ ინფორმაციაზე აგებული. მეორე ჯგუფში კი წინასწარ აწვდიდნენ საწინააღმდეგო ინფორმაციას ლექტორის შესახებ, ლექციის შემდეგ გაზომილ იქნა ლექციის შინაარსის გაგება, რაც საგრძნობლად განსხვავებული აღმოჩნდა ორ ჯგუფში, მეორე ჯგუფში სტუდენტებს ბევრად უკეთ ჰქონდათ გაგებული და დამახსოვრებული ლექციის შინაარსი ვიდრე პირველში.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?