დამოკიდებულებების სინდრომის
დიაგნოზი ისმება წლის განმავლობაში ქვემოთ მოყვანილი ექვსი
სიმპტომიდან სამი ან მეტის გამოვლინების დროს.
1. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების დიდი სურვილი.
2. მის მოხმარებაზე კონტროლის დაკარგვა.
3. მისი მოხმარების ჯიუტად გაგრძელება მიუხედავად დამღუპველი შედეგებისა.
4. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების უპირატესობა მოღვაწეობის სხვა სახეებთან შედარებით.
5. ფსიქო-აქტიური ნივთიერებისადმი მომატებული ტოლერანტობა.
6. აღკვეთის მდგომარეობა ფსიქო-აქტიური ნივთიერების მიღების შეწყვეტისას.
დავიწყოთ ისეთი ფართოდ გავრცელებული ფსიქო-აქტიური ნივთიერებისადმი დამოკიდებულებით, როგორიც ალკოჰოლია. ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ალკოჰოლიზმსაც უწოდებენ. (არაბ. Alokohol_სველი საფენი თვალებისთვის) ალკოჰოლიზმი განიხილება, როგორც:
1. სოციალური პათოლოგია, რომელიც მდგომარეობს ალკოჰოლის სისტემატიურ გამოყენებაში.
2. როგორც ქცევის გადახრის სახეობა.
ზოგადად დაავადება ორ კრიტერიუმს მოიცავს, სოციალურს და სამედიცინოს. სამედიცინო კრიტერიუმი არის ფსიქიკური, ვისცერალური, ნეირო-ჰუმორალური და ორგანიზმის სხვა პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან. სოციალურ კრიტერიუმს წარმოადგენს ის სულიერი, მატერიალური და ბიოლოგიური ზიანი, რომელიც მოაქვს ალკოჰოლური სასმელების უზომო მოხმარებას. როგორც თავად მსმელის, ასევე მისი მიკრო სოციუმისა და საზოგადოებისათვის.
საქართველო ვაზისა და ღვინის
ქვეყანაა, ამიტომ ალკოჰოლის მოხმარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია
აქვს.შესაძლოა ძველადაც იყო ერთეული შემთხვევები ალკოჰოლის მავნედ
მოხმარების, მაგრამ ალკოჰოლიზმმა, როგორც დაავადებამ საქართველოში
პიკს მიაღწია მე_20 საუკუნის ბოლოსა და 21_ე საუკუნის დასაწყისში.
დაავადება გაახალგაზრდავდა, ეს გარკვეულ წილად შედეგია სტრესული
სოციო-ეკონომიკური და სწრაფად ცვლადი პოლიტიკური ვითარებებისა. ძველი
ტერმინი: “სმა-ქეიფისთვის”_ანუ დროის გატარებისა და რელაქსაციისთვის,
შეიცვალა ტერმინით “ქეიფი-სმისთვის”_ანუ არა დროის სატარებლად, არამედ
თრობისთვის.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.