დენდრონის დამფუძნებელი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
დელეგატი საქართველოდან. ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ნარკოლოგი.
ECP
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი (იხ.
ბმული). ECIP სერთიფიცირებული
ფსიქოთერაპევტი (იხ. ბმული).
მაია ბეგაშვილი არის
ლიცენზირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი (სახელმწიფო ლიცენზირება), ECP
ევროპული სერტიფიცირების მქონე ფსიქოთერაპევტი მულტიმოდალური
მიმართულებით, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
სერტიფიკატის მფლობელი.
2011 წელს მაია ბეგაშვილმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია
დენდრონი, რომელმაც მიზნად დაისახა ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება
საქართველოში და მისი ჰარმონიზაცია პანევროპულ სტანდარტთან. 2014
წლიდან ორგანიზაცია არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული
წევრი და ხელს უწყობს მისი სტანდარტების გავრცელებას საქართველოში.
2021 წელს მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია
დენდრონი გახდა ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია რითაც ქართული
ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად ქართულმა პროფესიულმა საზოგადოებამ
დაიკავა ადგილი კვალიფიციური ევროპული ქოლგა ორგანიზაციების
გვერდით.
მაია ბეგაშვილი არის მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი და ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის დარგის შემომტანი საქართველოში. 2018 წელს ის გახდა
პირველი სპეციალისტი საქართველოდან, რომელმაც მოიპოვა ECP
სერტიფიკატი. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებთან დარგობრივი თანამშრომლობის და დაახლოების საკითხებზე
ფსიქოთერაპიის და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში.
სამეცნიერო სემინარები/სიმპოზიუმები
2018 წ. ოქტომბერი, პრაღა, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9
საერთაშორისო კონფერენცია “Roots and Gifts of Integrative
Psychotherapy“.
განათლება
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
1991 წელი - ინტერნატურა, მიენიჭა ფსიქო-ნევროლოგის კვალიფიკაცია.
1991 წელი - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, მიენიჭა ნევროლოგის კვალიფიკაცია.
1992 წელი - მიენიჭა ნარკოლოგის კვალიფიკაცია.
1993 წელი - მიენიჭა ფსიქიატრის კვალიფიკაცია.
2005-2007 წ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - რეზიდენტურა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია.
2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა შემდეგ სამედიცინო დააწესებულებებში:
1992 წლიდან ნარკოლოგიური დისპანსერი მოზარდთა კაბინეტის ნარკოლოგი, ფსიქო-ნევროლოგი.
1993 წლიდან ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ექიმი ნარკოლოგი, მეცნიერმუშაკი.
2005-2010 ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრი - ნარკოლოგი.
2011 წლიდან ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ „დენდრონის“ ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი.
2012 წლიდნ დღემდე ჯონი ჭანტურიას სახელობის სამედიცინო ცენტრი - ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი.
2015 წლის ოქტომბრამდე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრი - ნარკოლოგი.
2017 წლის დეკემბრამდე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ნარკოლოგი, კონსულტანტი.
-ქცევითი დარღვევები -წამალთდამოკიდებულება
-ალკოჰოლდამოკიდებულება
-თამაშ და ინტერნეტდამოკიდებულება
-საკვებდამოკიდებულება
-პიროვნული კონფლიქტები
- კომუნიკაციის პრობლემები
- ბავშვთა და მშობელთა ურთიერთობების პრობლემები
- პარტნიორული ურთიერთობების პრობლემები
- შიშები, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული მდგომარეობები
- ნევროტული მდგომარეობები (ენურეზი, მეტყველების დარღვევები, ძილის დარღვევა)
- დეპრესიული მდგომარეობები
- შფოთვითი მდგომარეობები
- ფსიქოსომატური დარღვევები (დაავადებები, რომელთაც არ აქვთ ორგანული მიზეზები)
ბავშვებში:
-ქცევითი დარღვევები -მეტყველების დარღვევები (ალალია, დიზარტრია, ენაბრგვილობა)
-დასწავლის სირთულეები (ყურადღების სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება)
-ნევროტული მდგომარეობები (ფრჩხილების კვნეტა, ტიკები, ენურეზი)
საერთაშორისო ფსიქოთერაპიული საზოგადოებების წარმომადგენლობა:
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAP) - ასოციაციის დელეგატი საქართველოში.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (EAIP)
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოება (SEPI)